ლევან ნიკოლეიშვილი: პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა გაავრცელა და „ნაცმედიის” ისტერიის კიდევ ერთ ფეიკნიუსს წერტილი დაესვა
„დღეს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეო მასალა და ინფორმაცია გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკ ნიუსს დაესვა წერტილი,”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ვიდეორგოლში ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას თავად თამარ ბაჩალიაშვილი მართავს და რომ ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება.
,,ხომ ატყუებდნენ საზოგადოებას ავტომანქანაში სილუეტი ჩანს, სხვა პირიც ზისო? დეტალურად ვუყურე ვიდეო რგოლს და ამოვჭერი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას მართავს თავად თამარ ბაჩალიაშვილი, ხოლო ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება. იმედი მაქვს რომ ასე მწყობრად და თანმიმდევრულად გაცამტვერდება ნაცმედიის ტყუილები და საქმეს ძალიან მალე დაესმება ლოგიკური წერტილი”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.