რატი იონათიშვილი: ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ სიღარიბის წინააღმდეგ, ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ

ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ სიღარიბის წინააღმდეგ, ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის მინიშნება, რომ სწორს გზაზე ვდგავართ.

„კრიზისულ პერიოდში, რომელიც შეიქმნა არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად, საერთაშორისო მასშტაბით, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ სიღარიბის წინააღმდეგ, ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც ზუსტად არის იმის მინიშნება, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ ამ დინამიკას რასაკვირველია, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ და იმ ზომებიდან და ეფექტებიდან გამომდინარე, რასაც უკვე მივაღწიეთ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რწმენა იმისთვის, რომ ჩვენ ამ პრობლემებს გავუმკლავდებით”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები