რატი იონათამიშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა” ადრე დაკავებული იყო ქართველი საზოგადოების გადაგდებით, დღეს ის საკუთარ პარტნიორებს აგდებს
თუ „ნაციონალური მოძრაობა” ადრე დაკავებული იყო ქართველი საზოგადოების გადაგდებით, დღეს ის საკუთარ პარტნიორებს აგდებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “გადაგდება” არის “ნაციონალური მოძრაობის” სავიზიტო ბარათი.
“ნაციონალური მოძრაობა” იქცევა ისე, როგორც იქცეოდა ყოველთვის. თუ ადრე ის დაკავებული იყო ქართული საზოგადოების გადაგდებით, დღეს საკუთარ პარტნიორებს აგდებს. “გადაგდება” არის “ნაციონალური მოძრაობის” სავიზიტო ბარათი თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში, ისინი კარგად ხვდებიან, რომ სხვაობა “ქართულ ოცნებასა” და მთლიანად, ხელმოცარულ ოპოზიციას შორის იმდენად დიდია, რომ ისინი კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ და ერთმანეთთან აქვთ გაჩაღებული წინასაარჩევნო ბრძოლა”, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.