ვოლსკი დოლიძის განცხადებაზე: როგორც კი ასეთი გამოვლინებების აღკვეთისათვის კანონის მიღების შესახებ განცხადება გაკეთდა, იმ წუთიდან დაიწყო “ქართული ოცნების” ამ ინიციატივის დისკრედიტაცია
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს. ვოლსკის თქმით, როგორც კი ასეთი გამოვლინებების აღკვეთისათვის კანონის მიღების შესახებ განცხადება გაკეთდა, იმ წუთიდან დაიწყო “ქართული ოცნების” ამ ინიციატივის დისკრედიტაცია.
“ანა დოლიძემ გააკეთა განცხადება, რომ მას საარჩევნო შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენეს და მომხდარი ინციდენტი “ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.
თუკი ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი, დიდად საეჭვოა, რომ ინციდენტში მონაწილე აგრესიული მხარე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
როგორც კი მკაფიო განცხადება გაკეთდა ასეთი გამოვლინებების აღკვეთისათვის კანონის მიღების შესახებ, იმ წუთიდან დაიწყო “ქართული ოცნების” ამ ინიციატივის დისკრედიტაცია.
საკვირველია განცხადების გაკეთებისას რატომ არ უშვებს ანა დოლიძე, რომ ხულიგნური ქმედება შესაძლოა პროვოკაცია იყოს და საერთოდ, ცილისწამების რა საფუძველი გააჩნია? რატომ შეიძლება მმართველმა გუნდმა ან პირადად მე შევილახო ღირსება და, როგორც იგი აცხადებს, ნასვამი ადამიანების თავდასხმა მოვაწყოთ შეკრებილ ქალბატონებზე.
ან თავდასხმაა პროვოკაცია ან ეს უტიფარი განცხადება!”,-წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ანა დოლიძემ 13 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარი ინცინდენტი “ქართულ ოცნებას” დაუკავშირა.