ირაკლი ჩიქოვანი, სამი შვილის დედას, სალომე ბუკიას ესტუმრა

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სალომე ბუკიას სამშვილიან ოჯახს სტუმრობდა. სამი შვილის დედა მაჟორიტარობის კანდიდატს კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე და მიღებული დახმარებების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს გაუწია.

,,ზუგდიდში ბუკიების ოჯახში სტუმრობისას საოცარი პატარები გაბრიელი, ალექსი და მართა გავიცანი. სამი შვილის დედა სალომე ბუკია, კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე და მიღებული დახმარებების მნიშვნელობაზე გვესაუბრა. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ეს არის სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტი და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს გაუწია, ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება სამ ეტაპად განხორციელდა რაც ჩვენი მასპინძელი ოჯახის შეფასებით კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი დახმარება იყო. გვესმის რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ შესაძლებლობიდან გამომდინარე კეთდება ყველაფერი, რომ მეტი ხელშეწყობა ქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებს” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც სალომე ბუკიას და მის შვილებს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები