მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა მიმართ სამძიმრის გამოსახატად, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა

მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა მიმართ სამძიმრის გამოსახატად მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ოლეგ ცულია ეწვია.

ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მოლდოველი ხალხისა და რესპუბლიკის მთავრობის სახელით თანადგომა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სრულიად საქართველოს მიმართ.

შეგახსენებთ, რომ  შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია traveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები