ნათია თურნავამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მეტ ჩართულობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მეტ ჩართულობაზე. ასევე განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხები, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებს, გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

ასევე აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართული დიასპორის მეტი ჩართულობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები