15 სექტემბრიდან კინოთეატრები, პირველი ოქტომბრიდან კი, თეატრები გაიხსნება
“მივიღეთ გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები”, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.