ერევანში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

სომხეთში, ერევანში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაშავებულია ორი ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მეორის კი საშუალო სიმძიმის. მაშველები ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მამაკაცს ეძებენ.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები