ზუგდიდის ლაბორატორიაში ერთ პირს ​ კორონავირუსი დაუდასტურდა

24 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 352 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდგინდა, რომელიც ე.წ. ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება. კიდევ ერთის პასუხი კორონავირუსზე სუსტად დადებითია.

გამოკვლეულ ნიმუშებს შორის, 105 მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო. გამოკვლეულთა შორის არიან, ე.წ ცხელების ცენტრების – 21 პაციენტი, სამედიცინო სფეროს – 82 წარმომადგენელი, შსს-ს 82 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის – 31 წარმომადგენელი, ეპიდკერაში მყოფი – 58 პირი, ფოთის საბაჟოს – 19 თანამშრომელი, მესტიის საკარანტინე სივრცეებიდან – 18, ანაკლიის საკარანტინე სივრციდან – 7, თვითიზოლაციიდან – 34 მოქალაქე, მათ შორის – 32 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ამჟამად, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 11 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და მან კლინიკა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები