დავით ზალკალიანი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„გულწრფელად ვულოცავ უკრაინელი მეგობარ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო სრულად უჭერს მხარს უკაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რჩება უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერების ერთგული წარმატების, განვითარების და კეთილდღეობის მისაღწევად“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.