ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა. მაშველებმა სპეციალური საბაგირო მაგისტრალით კიდევ ერთ მოწყვეტილ დასახლებაში მცხოვრებთა საჭირო ნივთებით მომარაგება შეძლეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი მაქარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა.

„მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგეს. მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა დროულად მოხერხდეს დანარჩენ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა,მანამდე კი მოსახლეობა შემოვლითი საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობს.

მაშველებმა დაზიანებულ ხიდთან ბაგირი გააბეს და ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებში გადაჰყავთ“, – აღნიშნულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები