ზუგდიდში “კოვიდ-19” -ზე 442 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 442 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 234 ბიოლოგიური მასალა მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო.

ბოლო მონაცემებით, ე.წ. მესტიის კლასტერიდან “კოვიდ-19”-ის 48 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ეტაპზე, მესტიაში განმეორებითი ტესტირება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები