“ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ცალსახად ადასტურებს თავიანთ პროგნოზებში, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს, 5%-მდე გაიზრდება”

“ჩვენ, თითოეულ ღონისძიებას სრული ბიუჯეტის და მისთვის საჭირო ყველა რესურსის მობილიზების პირობებში ვახორციელებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

​„თითოეულ ღონისძიებას გავდივართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, იცით, რომ ჩვენ ფონდთან გვაქვს მიმდინარე პროგრამა, რომელიც სრულად შეისწავლის და ადასტურებს იმას, რომ ღონისძიებები არის მდგრადი და ქვეყანას აქვს ამ ღონისძიების განხორციელების რესურსები. რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაცია ყოველთვის არის, რომ უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია, თუმცა საერთოდ ჯამში, ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

​პრემიერის მრჩეველმა იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად მდგრადია ეს დახმარებები და რა იქნება მომდევნო წელს.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, დღეს, ცალსახად ადასტურებს თავიანთ პროგნოზებში, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს 5 პროცენტამდე გაიზრდება. ზოგ შემთხვევაში 4.5-ია პროგნოზი, ზოგ შემთხვევაში კი 5.5 და ა.შ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომდევნო წლისთვის გვექნება საბიუჯეტო რესურსების მობილიზების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ თუ დავინახეთ, რომ პანდემიური მდგომარეობა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ კრიზისს და შემოსავლების შემცირებას იწვევს, გრძელდება და ამ პროცესში არ მოხდა რაიმე გარდამტეხი ცვლილება, რა თქმა უნდა, გლობალურად, რომელიც შემდეგ ჩვენზეც აისახება, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ და ამის გამოცდილება გვაქვს. იცით, რომ ჩვენ არ განგვიხორციელებია ღონისძიებები ერთი ხელის მოსმით. ყოველ ჯერზე, სიტუაციის ცვლილებიდან, გამოწვევების სიდიდიდან გამომდინარე, ვახდენდით კონკრეტული ღონისძიებების სტრუქტურირებას და ეტაპობრივად განხორციელებას. ყველა ეს ღონისძიება თვეების მიხედვით არის გაწერილი, მათ შორის წინსწრებით, მაგალითად მესამე პაკეტის ინიცირების ვთქვით, რომ მოსახლეობას მივეხმარებით ზამთრის თვეებში, იმისთვის, რომ სახელმწიფომ მათ დაუსუბსიდიროს კომუნალური გადასახადები და შეუმსუბუქოს ეს ხარჯი”, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები