YANAIR AIRLINES-ი თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე პირველ ჩარტერულ რეისს შეასრულებს

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს იწყებს. საერთაშორისო ფრენებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ეს ამ ავიკომპანიის პირველი რეისი იქნება.

ჩარტერული რეისი 3 სექტემბერს შესრულდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის (ბორისპოლის აეროპორტი) რეისზე მოემსახურება.

საქართველოში YanAir Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელ, კომპანია “ავიაქსელში” განმარტავენ, რომ 3 სექტემბრის ჩარტერულ რეისზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები