ლარი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.0737 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.0718 ღირდა.
0.0095 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.6257 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6352 ლარი იყო.