კომაში მყოფი ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანა ჭიანურდება – ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება კვალის წაშლას ცდილობს
რუსი ბლოგერი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მძიმე ინტოქსიკაციის დიაგნოზით კომატოზურ მდგომარეობაში კვლავ ომსკის საავადმყოფოში იმყოფება. როგორც გუშინ გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, ნავალნის ბერლინის კლინიკაში გადასაყვანად ნიურბერგიდან ომსკში უკვე ჩაფრინდა თვითმფრინავი, თუმცა პაციენტის ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.
როგორც ომსკის ოლქში ჯანდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ტატიანა შაკიროვა აცხადებს, ექვემდებარება თუ არა ტრანსპორტირებას ნავალნი და ხომ არ გამოიწვევს ეს მისი მდგომარეობის დამძიმებას სპეციალურ კონსილიუმზე გადაწყდება, რომელშიც ადგილობრივ ექიმებთან ერთად მოსკოველი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.
როგორც ომსკის კლინიკის მთავარი ექიმი ალექსანდრე მურახოვსკი აცხადებს ნავალნის მდგომარეობა შედარებით დასტალბილურდა, თუმცა კვლავ მძიმე რჩება და მისი ტრანსპორტირება ამ ეტაპზე ნაადრევია.
განსხვავებული პოზიცია აქვს ცნობილ რუს კარდიოლოგს, ალექსეი ერლიხს. როგორც მან «Эха Москвы» -ს განუცხადა, ყველაზე მძიმე პაციენტის გადაყვანა შესაძლებელია და აქ გამონაკლისები არ არსებობს.
„თუ ეს არ კეთდება ან სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები არ აქვთ ან სურვილი“,-აცხადებს ერლიხი.
როგორც ნავალნის მეუღლე იულია ნავალნი აცხადებს. მას დიდი ეჭვი აქვს, რომ პაციენტის ევროპაში, კერძოდ გერმანიაში გადაყვანას შეგნებულად ეწინააღმდეგებიან. იულია ნავალნის თქმით, სატრანსპორტო პოლიციამ დაადგინა ნივთიერება, რამაც ნავალნის მოწამვლა გამოიწვია, და ახლა დროის გაწელვით კვალის წაშლა ხდება.
„ვიღაცებს არ უნდათ, რომ იმ ქიმიური ნივთიერების აღმოჩენა-დადგენა რომელიც ნავალნის ორგანიზმშია არ მოხდეს“, – აცხადებს ნავალნის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა შეუძლოდ გახა და თვითმფრინავი რომელშიც ის იმყოფებოდა ომსკში დაეშვა.