რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონოდ და ინტოქსიკაციის ნიშნებით, საავადმყოფოში იმყოფება
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონოდ და ინტოქსიკაციის ნიშნებით, ომსკის საავადმყოფოში იმყოფება.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. როგორც ომსკის ოლქში ჯანდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ტატიანა შაკიროვა აცხადებს, მიმდინარეობს პაციენტის კვლევა და როცა ანალიზების პასუხები გაირკვევა ნავალნის ჯანმრთელობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი დღეს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თუმცა მოულოდნელად ცუდად გახდა და თვითმფრინავი ექსტრენად ქალაქ ომსკის აეროპორტში დაშვა, საიდანაც ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმამ „ტვიტერზე“ დაწერა, ნავალნის ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს და პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.