ეკატერინე ტიკარაძე: დღესდღეობით ფრენები იმ რეჟიმში დარჩება, როგორც ამ მომენტისთვის არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო.

მისივე თქმით, ფრენების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები