კახა კალაძე: ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველოში კრიმინალის დონემ მოიმატა, ტყუილია.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციას არ მოსწონს, როდესაც მმართველი გუნდი მათ წარსულზე საუბრობს, თუმცა კალაძის თქმით, „ყველაფერი შედარებითია“

„ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც წარსულს ვიხსენებთ. ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული სიტუაცია? რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებული ევროპული ქვეყანა.

ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ ველზე და ჩვენ ვართ ხელისუფლება. ყველაფერი არის შედარებითი. რა გავაკეთეთ ჩვენ, ხომ უნდა შევადაროთ, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს. ასევე მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანდეს იმ ძალიან დიდ და მაგარი ოჯახში, რასაც ევროპა ჰქვია. რა რეფორმები უნდა გატარდეს ამისთვის, ამაზე ვსაუბრობთ ყოველდღიურობაში და ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები