თელავში მეგობარმა 11 წლის ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება შემთხვევით მიაყენა

თელავის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბიჭმა პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანება მიიღო.

შემთხვევა სოფელ კონდოლში იმ დროს მოხდა, როცა მეგობრები იარაღით თამაშობდნენ. შემთხვევით გასროლის შედეგად 9 წლის მოზარდი მუცლის არეში დაზიანდა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

„საავადმყოფოში გადმოყვანილია არასრულწლოვანი, აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი პნევმატური იარაღის ტყვია. დაზიანებული იყო ღვიძლის ქსოვილი, ჩატარდა ქირურგიული ჩარევა და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

მკურნალი ექიმის შეფასებით, დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „რეგიონულ კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები