ლუკაშენკომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დააჯილდოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დააჯილდოვა.

მედიის ინფორმაციით, განკარგულება დაჯილდოების შესახებ ეროვნულ სამართლებრივ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

როგორც მედია წერს, სიაში 300-ზე მეტი სახელია, მათ შორის არიან წინასწარი დაკავების იზოლატორების თანამშრომლები.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტით, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა.

დემონსტრაციების დროს ათასობით ადამიანი დააკავეს, ორი მომიტინგე გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა. ბელარუსის პროკურატურის ცნობით, 122 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები