თამარ ჟვანია: ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე საქართველოში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს”, – ამის შესახებ “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით იქნება კონკრეტული პროტოკოლი, რომელსაც შესაბამისი უწყება შეიმუშავებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია მოხარული იქნება, თუ ამ პროცესში ჩავერთვებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სამინისტროსთან, საკოორდინაციო საბჭოსთან, ყველასთან ნებისმიერ საკითხზე და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე. ეს არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, მიუკერძოებელი და პროფესიული შეფასებების თვალსაზრისით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დამკვირვებლების ხელშეწყობა იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ამისთვის მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ უწყებასთან, რომ ისეთი პროტოკოლი იქნას შემუშავებული, რომელიც როგორც ეუთო-ს მისიას, ასევე “IRI”-ის, “NDI”-ის სადამკვირვებლო მისიებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაქსიმალურად მისცემს შესაძლებლობებს, აწარმოონ სრულყოფილი დაკვირვება არჩევნებზე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები