აჭარაში ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც წითელი ჯვარი და მოხალისეები ჩაერთვებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და ახალი კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც წითელი ჯვრის ჩართულობით განხორციელდება და უზრუნველყოფს ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვას. ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გავრცელების და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კამპანიაში ჩაერთვებიან. მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს.

,,ერთიანობით შევძელით, რომ კრიზისი გვემართა ეფექტურად. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ყველას გვმართებს გამოვიჩინოთ ერთსულოვნება და წარმატებით გავაგრძელოთ გამოწვევების გამკლავება.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რითაც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა. წითელ ჯვართან ერთად დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაეხმარება ტურისტული სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებას” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და უკვე 30 ათასზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება სასურსათო კალათებით, მედიკამენტებით.

ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა, პანდემიის განმავლობაში, ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარა ევროპაში.

ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები