ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმში “დარისპანის გასაჭირის” პრემიერა ღია ცის ქვეშ გაიმართა

დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ღია ცის ქვეშ, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში, გურული ოდის ფონზე გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სპექტაკლი ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა.
აზნაურ დარისპან ქარსიძის საკმაოდ რთული ყოფა-ცხოვრება დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ დადგა.
„ძალიან მოკლე დროში დაიდგა სპექტაკლი. სწორი გუნდი შეიკრიბა, მთელი სამსახური მუშაობდა, რათა ეს სპექტაკლი გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა. ჩემთვის ეს პირველი სპექტაკლია ლანჩხუთში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი”,- ამბობს ოთარ ქათამაძე.

პრემიერას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები