17 აგვისტოს ცესკო-ს განახლებული სასერვერო ინფარსტრუქტურა ოფიციალურად გაიხსნება
17 აგვისტოს, 14:30 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი საქართველოში – პიტერ ვიბლერი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე – თამარ ჟვანია ცესკო-ს განახლებულ სასერვერო ინფარსტრუქტურას ოფიციალურად გახსნიან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცერემონია ცესკო-ს შენობაში გაიმართება.