ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 3 შედარებით, ცხელი წერტილი გვაქვს – მესტია, ყაზბეგი და ქობულეთი, თუმცა საპანიკო არაფერია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში 3, შედარებით საყურადღებო წერტილია – მესტია, ყაზბეგი და ქობულეთი.
მიუხედავად ამისა, გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.
“ზოგადად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია. სამი შედარებით საყურადღებო, ცხელი წერტილი გვაქვს – მესტია, ყაზბეგი და ქობულეთი. თუმცა საპანიკო არაფერია. ეს ყველაფერი შიდა ტურიზმის გახსნის შემდეგ მოსალოდნელი იყო და ყველაფერი მართვადია.
მესტიის მუნიციპალიტეტი, 3367 PCR კვლევა ჩატარდა. მთლიანად მესტიასთან დაკავშირებული გვაქვს 47 დადებითი შემთხვევა, ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
მეორე საყურადღებო წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 377 PCR კვლევაა ჩატარებული.
მესამე, ასევე საყურადღებო წერტილი ორი დღის წინ ქობულეთში გაჩნდა, სადაც დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 91 PCR კვლევა ჩატარდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ საპანიკო არაფერია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები