გიორგი ცუცქირიძე: დავით ბაქრაძეს აღიარებითი ჩვენება გამოუვიდა  

„ეს არის ის რეალობა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ამ წლების მანძილზე საკუთარი მეინსტრიმ მედიით აქტიურად მალავდა, სხვაზე რუსეთუმეობის გადაბრალებითა და ფაქტების ფაბრიკაციით“, – ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის გუშინდელ ინტერვიუს ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე.

 

ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ რაც ბაქრაძემ გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაახმოვანა, სხვა არაფერია, თუ არა “ნაცმოძრაობისა” და მასთან აფილირებული მთელი ოპოფლანგის პოლიტიკური ხარაკირი.

„ეტყობ,ა შემთხვევით არ უთქვამს ქართველ კაცს ოდითგანვე – “კაცმა მალა, მალაო და ჭირმა თავი ვერ დამალაო!” ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, სადაც ომის დაწყება, ფაქტობრივად, საქართველოს დაბრალდა, არ ვიცი, რისი თქმა სურდა, მაგრამ დავით ბაქრაძის აღიარებითი ჩვენება გამოუვიდა. რაც მან გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაახმოვანა, სხვა არაფერია, თუ არა “ნაცმოძრაობისა” და მასთან აფილირებული მთელი ოპოფლანგის პოლიტიკური ხარაკირი. ახლა იმაზე თავის მართლება რომ ეს ჩანაწერი ვერ ცვლის ამავე რეზოლუციაში “ოკუპაციის” ჩანაწერის დაფიქსირებას, უბრალოდ, თვალებში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს.

თუმცა, ბაქრაძის ამ აღიარებამდე ცოტა ხნით ადრე სარკოზის მემუარებიდანაც არანაკლებ საინტერესო და სკანდალური პასაჟი გავიდა. სარკოზის მემუარებში არის ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ჩვენთან ნაკლები ყურადღება ექცევა დღემდე. სარკოზის ყველაზე უფრო ის გაუკვირდა, რომ მედვედევი უყოყმანოდ დათანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას, რომლის მიხედვითაც ამ ორი ძირძველი ქართული ტერიტორიის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო და ამავდროულად ერთგვარი გარანტი ოკუპაციას არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი. და მთავარი აქცენტებიც ამაზე უნდა გაკეთდეს, რადგან სწორედ ამ პუნქტის ამოღებამ მისცა რუსეთს სრული კარტ-ბლანში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის!

ამ მემუარებიდან ასევე ირკვევა, რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ პუნქტს ამოიღებდა, რაც მას ამ ტერიტორიების აღიარების საშუალებას გაუადვილებდა, მათ შორის, დასავლეთთან ურთიერთობაში თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად.

ეს არის ის რეალობა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ამ წლების მანძილზე საკუთარი მეინსტრიმ მედია საშუალებებით ასე აქტიურად მალავდა, სხვაზე რუსეთუმეობის გადაბრალებითა და ფაქტების ფაბრიკაციით.

დრო “ნაცებზე” ნამდვილად არ მუშაობს, დრო მუშაობს ქართველ ხალხზე და მომავალზე, დარწმუნებული ვარ ქართველო ხალხი ამ პოლიტიკურ ძალას უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში გაისტუმრეს ისტორიის სანაგვეში!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები