თამარ გაბუნია: ის, რომ ვირუსი ცირკულირებს, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი წუთით არ გვაქვს მოდუნების უფლება

“ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი წუთით არ გვაქვს მოდუნების უფლება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური კუთხით, განსაკუთრებით საყურადღებო მესტიის შემთხვევა იყო.

“ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი წუთით არ გვაქვს მოდუნების უფლება. პირადი დაცვის საშუალებები არის ყველაზე ძლიერმოქმედი მეთოდი, რაც დღეს მეცნიერებისთვისაა ცნობილი.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის შემთხვევა, როდესაც იქ ჩასული მოგზაურების მხრიდან მოხდა, გარკვეულწილად, ვირუსის გავრცელება. ყველა იქ მყოფი მოგზაურის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები