გიორგი გახარია: პარტიის სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში“, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვას – თუ რომელი ნომერი იქნება პარტიის საარჩევნო სიაში.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე, პარტიის სიის პირველი ათეული ცნობილი არ არის.

„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები