გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით, სწავლის გადადებისა და არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის გადადებისა და არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს.

“დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს.

დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრის”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები