თაკო ჩარკვიანი: თავად გიორგი ვაშაძემაც არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვუყურებდი, მას ალტერნატივა არ ჰყავს

ქუთაისში, პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე ისაუბრა. როგორც ჩარკვიანმა ღონისძიებაზე აღნიშნა, ის ვაშაძეს 2 წლის განმავლობაში, “გამადიდებელი შუშით უყურებდა” და მას ალტერნატივა არ ჰყავს.
„მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
​ძლიერი ეკონომიკა რომ გქონდეს, არ უნდა ყვაოდეს კორუფცია. ამისთვის უნდა იყოს კანონი და სამართალი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღევანდელ საქართველოში გიორგი ვაშაძეს, როგორც მოტორიზებულ პროფესიონალსა და ტვინით გატენილს, ალტერნატივა არ ჰყავს. მასთან საუბრის დროს ჩვენი ღირებულებების თანხვედრა მოხდა. ზუსტად ამიტომ გავერთიანდით და შეიქმნა ეს „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები