შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოსა და თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 10 ივლისიდან  10 აგვისტოს ჩათვლით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამურად, 7,311 კოლოფი, 6,520 ღერი და 156,410 კგ.თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები