ათენში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
ათენის მახლობლად, ქავურში ე.წ.კანონიერი ქურდი სანდრო, ქურასბედიანი დააკავეს, რომელიც ძებნაში ესპანეთის ძალოვანი უწყებების მიერ იყო გამოცხადებული.
ქურასბედიანს დაკავების მომენტში ავტომობილიდან იარაღი ამოუღეს.
საბერძნეთის პროკურატურის დოკუმენტების თანახმად, ქურასბედიანი ესპანეთის მიერ ძებნაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის, იარაღის უკანონო შენახვისთვის, დოკუმენტების გაყალბებისთვის, თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის იყო გამოცხადებული.
ირკვევა, რომ ბოლო წლებში “სანდრიკა” ქავურში ცხოვრობდა და იყენებდა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტებს.
PrimeCrime წერს, რომ საბერძნეთში ამჟამად 100 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობს. საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, მათ დანაშაულებრივი საქმიანობა არ შეუჩერებიათ, პირიქით, ადგილობრივი პოლიციის არაკომპეტენტურობის შედეგად, მათ “ფრთები გაშალეს” საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
საბერძნეთში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებს “პასუხისმგებლობის თავიანთი ტერიტორიები აქვთ, ყველა მათგანი “ოჯახს” უძღვება და 10-დან 20-მდე ქვეშემრდომი ჰყავს. ჯამურად, ეს “მთელი არმიაა”, რომლის რიცხვი ათასს აღწევს”.