სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 41 ათასს უახლოვდება

სომხეთში კორონავირუსის კიდევ 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 40 794 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს პაციენტი ემსხვერპლა, სულ 806 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსის დამარცხება 33 492-მა  პირმა შეძლო, 6 262 მკურნალობას აგრძელებს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები