ამირან გამყრელიძე: ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ საქართველო კორონავირუსს მარტო ვერ დაამარცხებს, დავიცვათ რეკომენდაციები

“ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ საქართველო კორონავირუსს მარტო ვერ დაამარცხებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“არ გვინდა, რა, ჯერჯერობით, 300-და 500-კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები. უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია, ჯერჯერობით, არის. ყოველდღიურად მსოფლიოში არის მატება ახალი შემთხვევებისა. 250 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, 20 მილიონს გადააჭარბა უკვე შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში, ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლევა”, – განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები