კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერისა და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.

„ქვეყნის ისტორიაში არსებობს თარიღი, რომელიც მთლიანად გადაწონის ყველა განვლილ განსაცდელს, სირთულეს, ტრაგედიას. სწორედ ასეთი თარიღია 12 აგვისტო. დღეს დიდგორობაა და მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი პატარა ერის სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები