სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პირველად 14 მარტს გამოცხადდა, მისი მოქმედების ვადა 13 აგვისტოს იწურებოდა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში ვითარება უმჯობესდება, იძულებულები არიან და იმედოვნებენ,  რომ უკანასკნელად, 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

მისი თქმით, მეორე ტალღის არიდება მოხერხდება მოქალაქეების დისციპლინურობისა და მთავრობის სწორი მოქმედების შედეგად.

რაც შეეხება 15 სექტემბერს სასწავლო დაწესებულებების გახსნას, ფაშინიანმა თქვა, რომ შესაძლოა, ინფიცირებულთა მატება მოხდეს, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს ყველა რისკის გათვალისწინება.

12 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის 40 794 დადასტურებული შემთხვევაა, 806 პაციენტი გარდაიცვალა,  33 492 განიკურნა, ხოლო  6 262 პირი მკურნალობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები