ენტონი ფაუჩი: სერიოზულად მეეჭვება, რომ რუსებმა ვაქცინის უსაფრთხოება დაამტკიცეს

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სერიოზული ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა.

ამის შესახებ ფაუჩიმ National Geographic-ის  მიერ ორგანიზებული ონლაინდისკუსიის დროს განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რუსებმა ნამდვილად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. მე სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, ვაქცინის შემუშავება და ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამტკიცება ორი გასხვავებული რამეა.

„ჩვენ გვაქვს ექვსი ან მეტი ვაქცინა. თუ გვსურს, დავაზარალოთ მრავალი ადამიანი ან მივცეთ მათ ისეთი რამ, რაც არ მუშაობს, ამის გაკეთება, სურვილის შემთხვევაში, მომავალ კვირასვე შეგვიძლია. თუმცა ეს ასე არ მუშაობს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

11 აგვისტოს რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები