ბეირუთის პორტში აფეთქებს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 171-მდე გაიზარდა

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 171-ს მიაღწია, დაკარგულად 40-მდე ადამიანი მიიჩნევა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური ტელეარხი LBC ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჰამად ჰასანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰასანს თქმით, 1500-მდე ადამიანი სპეციალურ სამედიცინო დახმარება საჭიროებს.

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს,  ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით, კვიპროსზეც.

როგორც ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

აფეთქების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის პირველადი ოდენობა 5 მილიარდ ევროს შეადგენს. მთავრობა 66 მილიონ დოლარს გამოყოფს. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები