თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესწავლა და მის კუთვნილ სოციალურ ქსელებში შეღწევის პროცედურები შსს-ში უნდა გაგრძელდეს და ისინი უწყებაში სწორედ ამ საკითხის განსახილველად მივიდნენ.

„გუშინ ბევრჯერ იყო მცდელობა ექსპერტების მიერ, თამუნას კომპიუტერიდან კოპირების შემდეგ შევსულიყავით მის ელექტრონულ ფოსტაზე, მის „ფეისბუქში”, მაგრამ ვერანაირად ვერ შევედით. მე და ოჯახის წევრებმა ვთქვით და მოვითხოვეთ, რომ დაგვეჩქარებინა FBI-ის ექსპერტების ჩართვა. გუშინ ღამე გვითხრეს, რომ აღნიშნული პროცედურები, რაც გუშინ განხორციელდა, უნდა გაგრძელებულიყო შსს-ში და ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიწვიეს ახლა აქ. ზუსტად არ ვიცი, რა უნდა განხორციელდეს, ვინ არიან მოწვეულები. ჩვენ უნდა შევიდეთ „ფეისბუქში”, „მესენჯერში” და ვნახავთ ინფორმაციას, ვნახავთ მიწერ-მოწერებს, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები