აზერბაიჯანში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კოვიდ19-ის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 33 731 დადასტურებული შემთხვევაა.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 495 ლეტალური შემთხვევაა.
30 856-მა პაციენტმა დაავადება დაამარცხა, 2 380 მკუნალობას აგრძელებს.