ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით

“კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

„შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები