კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია

“ჩვენ ვართ გუნდი,რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც, როდესაც გლობალური საფრთხე ხელისუფლებამ ეფექტურად მართა და მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ლაგოდეხის ნაკრძალში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც რეგიონების განვითარებაზე ზრუნავს.

“აქ თქვენი, რიგითი თანამოქალაქეების მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. “ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც რეგიონების განვითარებაზე ზრუნავს და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით, უამრავ პროექტსა და ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს. ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე მდგომებმა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხი ერთერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი და ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ძალისხმევით ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი გუშინ თელავისა და ახმეტის მოსახლეობას წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები