მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20 092 855-მდეა გაზრდილი.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ვირუსს მსოფლიოში 736 254 პაციენტი ემსხვერპლა, 12 350 879 განიკურნა.
ინფექციის გავრცელების სამეულში ისევ აშშ, ბრაზილია და ინდოეთია.
აშშ ვირუსი 5 094 565 პირს აქვს დადასტურებული, 163 465 გარდაცვლილია; ბრაზილიაში 3 057 470 ინფიცირებული და 101 752 გარდაცვლილი, ხოლო ინდოეთში ვირუსი 2 268 675 ადამიანს აქვს, 45 257 გარდაიცვალა.
ინფიცირების ათეულში ასევე შედიან რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, პერუ, კოლუმბია, ჩილე და ირანი.