სომხეთში კორონავირუსს 803 ადამიანი ემსხვერპლა
სომხეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში უკვე 40 593 დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 803 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება სულ 33 157 -მა პაციენტმა შეძლო, მკურნალობას 6 399 პირი აგრძელებს.