ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო თანხის მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ 19“-თან საბრძოლველად საჭირო თანხის მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო”,- ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა გააკეთა.

მისივე თქმით, ვაქცინებისთვის დაახლოებით 100 მილიარდია საჭირო.

„ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს ამბიციებსა და იმ დაფინანსებას შორის, რომელიც ამ დრომდე არის მობილიზებული. ჩვენ კონტრიბუტორების მადლობელი ვართ, თუმცა ჯერ მობილიზებულია მხოლოდ 10 პროცენტი. ამასთან, ეს გლობალური ინვესტიციის მხოლოდ ნაწილია. მაგალითად, ვაქცინებისთვის დაახლოებით 100 მილიარდი დაგვჭირდება. ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ არაფერია 10 ტრილიონთან შედარებით, რომელიც მსოფლიომ „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ამავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის სეზონურობა არ დადასტურდა და თუ მსოფლიო ზეწოლას არ გააგრძელებს, ვირუსი დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები