ბელარუსის ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს 

ბელარუსში 9 აგვისტო ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იგებს. მან ხმათა 80,23% მიიღო.

ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე 5 790 ათასი ადამიანი გამოცხადდა, აქტივობამ 84,23% შეადგინა.

ბელარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემით, მეორე ადგილი სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოიპოვა, მას ამომრჩეველთა 9,9%-მა მისცა ხმა; შემდეგ მოდის ანა კონოპაცკაია 1,68%-ით და სერგეი ჩერეჩენი 1,13%.

თუმცა, გვიან ღამით, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება.

ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება, პირველმა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მიულოცა. დღეს კოლეგას  დეპეშა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები