საერთაშორისო დონორებმა ლიბანისთვის 252,7 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს
საერთაშორისო დონორებმა ბეირუთში აფეთქების შემდეგ ლიბანისთვის 252,7 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთ გადაწყვეტილებამდე დონორები საფრანგეთის მიერ ქვეყნის დასახმარებლად ორგანიზებულ ონლაინსამიტზე მივიდნენ. ამავდროულად, დონორები ლიბანის მთავრობისგან ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.
პარალელურად, ბეირუთში უკვე მეორე დღეა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. დემონსტრანტები აფეთქებაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.