ნიგერში ფრანგი ტურისტები მოკლეს

ნიგერში 6 ფრანგი ტურისტი, მათი ადგილობრივი გიდი და მძღოლი მოკლეს.

გამოცემა France 24-ის ინფორმაციით, ინციდენტი კურის პროვინციაში, მოხდა, სადაც ტურისტებს შორის პოპულარული ჟირაფების რეზერვაციაა.

ტურისტებს შეიარაღებული კაცები დაესხნენ თავს, მათი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებები მოქმედებენ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიგერში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დედაქალაქ ნიამეის დატოვებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები